Eng
Rus

რეაბილიტაცია

            სამკურნალო მ ა ს ა ჟ ი  და  ტ ა ნ ვ ა რ ჯ ი შ ი  5-18 წ ლ ა მ დ ე   მ ო ზ ა რ დ ე ბ ი ს თ ვ ი ს

ინდივიდუალური და ჯგუფური მეცადინეობები. 1). ფიზიკური მომზადების ჯგუფი - გაწვრთნილობის და გამაჯანსაღებელი მასაჟი და ვარჯიშები შერჩევით, ბავშვის ორგანიზმის საჭიროების მიხედვით. მასაჟი და ფიზიკური ვარჯიშები აწრთობს და ანვითარებს მოზარდის ორგანიზმს, რაც იცავს ბავშვს მომავალში- პროფესიული დატვირთვების დროს მოსალოდნელი ტრავმებისა და გართულებებისაგან, მაგალითად, ცეკვა, სპორტი, სამხედრო, საყოფაცხოვრებო დატვირთვა და სხვა. 2). რეაბილიტაციის ჯგუფი - აღნაგობის დარღვევა, სკოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი, ტერფმრუდობა, ბრტყელტერფიანობა, ოპერაციებისა და ტრავმების შემდგომი პერიოდი და სხვა. 3). მ ო ზ რ დ ი ლ ე ბ ი ს თ ვ ი ს სხეულის კორექცია - ქალთა ჯგუფი, სიმსუქნე, სიგამხდრე. ცელულიტი, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და სხვა. მასაჟი და ფიზიკური ვარჯიშები ინდივიდუალური შერჩევით. ფიზიკური ვარჯიშები ჩატარდება სამკურნალო ფიზკულტურის, იოგას და უშუს ელემენტებით.

 

გამოცდილი მასაჟისტები გთავაზობთ სამკურნალო მასაჟს, მაქსიმალური შედეგებით, დაავადებების ჩვენებების მიხედვით:

1). სამკურნალო მასაჟს: ოსტეოქონდროზი, ართროზი, ინსულტი, ხერხემლის ტრავმა და სხვა. 2).კოსმეტიკურ მასაჟს: ფილინგმასაჟი, ანტიცელულიტური თაფლით, ყავით, შოკოლადით და სხვა. მასაჟი ტარდება სამკურნალო ტანვარჯიშთან ერთად. 3). ჩვილ ბავშვთა და მოზარდთა სამკურნალო მასაჟს(სქოლიოზი, კიფოზი, ბრტყელტერფიანობა, ბავშვთა ცერემბრალური დამბლა და სხვა), 4). ზოგად განმავითარებელ ვარჯიშებს. 5).ფიზიოთერაპიულ პროცედურებს: ფონოფორეზი, ელექტროფორეზი, მიონეიროსტიმულაცია. ყოველ სამშაბათს მოგემსახურებათ ოჯახის ექიმი, 11 საათიდან 17 საათამდე, ფასი ხელმისაწვდომია.ტელ: 599 25 59 73 საჭიროა წინასწარ ჩაწერა. მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ.78 ჰიგიენის ინსტიტუტი.

გ უ ლ ს ი ს ხ ლ ძ ა რ ღ ვ თ ა  სისტემის დაავადებების   კომპლექსურ მკურნალობაში ფართოდ გამოიყენება სამკურნალო მასაჟი და ტანვარჯიში. მასაჟის საშვალებით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა დიდ და მცირე წრეში, იზრდება გულის კუნთის კვება, ტონუსი და შედეგად კუმშვადობის ფუნქცია, რამდენადმე ქვეითდება არტერიული წნევა, ძალას იკრებს იმუნური სისტემა, ქვეითდება შფოთვის დონე, სტაბილიზდება ფსიქოემოციური მდგომარეობა, ძილი და იმუნიტეტი. მასაჟთან ერთად გამოიყენება მკაცრად დოზირებული ფიზიკური ვარჯიშები წოლით და დამჯდარ მდგომარეობაში.

ს ა ს უ ნ თ ქ ი   ორგანოების დაავადებების დროს თვალსაჩინოდ იცვლება გარეგანი სუნთქვის მაჩვენებლები (სუნთქვის სიღრმე და სიხშირე, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა და სხვა). ამ დროს კი ირღვევა სასუნთქ მექანიკაში მონაწილე კუნთების ფუნქციური მდგომარეობა. სუნთქვის ორგანოების ნორმალური ფუნქციონირება კი ბევრადაა დამოკიდებული ადამიანის მიერ წარმოებულ კუნთურ მოქმედებაზე, ვინაიდან კუნთური მუშაობა აუმჯობესებს გარეგანი სუნთქვის ფუნქციას. აქედან გამომდინარე სუნთქვის ორგანოების დაავადებების დროს კომპლექსურ მკურნალობაში დროულად უნდა იყოს გამოყენებული სამკურნალო მასაჟი  და ტანვარჯიში. ვინაიდან ისინი ფ ი ლ ტ ვ ე ბ ი ს დაავადებების დროს უზრუნველყოფენ სუნთქვითი მუსკულატურის სპაზმის მოხსნას, დიაფრაგმისა და გულმკერდის ბადის მოძრაობის გააქტიურებას, ფილტვის ქსოვილის ელასტიურობის მომატებას, ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, მასაჟი აჩქარებს ასევე ინფილტრატებისა და ექსუდატის გაწოვას.

ს ა ჭ მ ლ ი ს  მ ო მ ნ ე ლ ე ბ ე ლ ი   ორგანოების დაავადებების დროს მასაჟის და ფიზიკური ვარჯიშების ზეგავლენით ვითარდება მუცლის პრესი, უმჯობესდება კუჭისა და ნაწლავების  გლუვი მუსკულატურის ფუნქცია და მოტორიკა, ძლიერდება ლიმფოიდური ქსოვილის დრენაჟი, ხელს უწყობს ასევე შინაგანი ორგანოების ანთებითი  პროცესების ლიკვიდაციას. ოპერაციის შემდგომ პერიოდში აჩქარებს რეგენერაციისა და შეხორცებების პროცესებს. მასაჟის მოქმედებით ძლიერდება ნაღვლის ბუშტის ტონუსი, იზრდება ნაღვლის სადინარებისა და სპინქტერების ფუნქცია, რაც აჩქარებს ნაღვლის გამოყოფას. მასაჟი და ფიზიკური ვარჯიშები  უნდა ჩატარდეს ჭამიდან 1,5 - 2 საათის შემდეგ,რაც დადებითად მოქმედებს კუჭის ნაწლავების, ღვიძლის, სანაღველე გზების და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციებზე. 

ნ ე რ ვ უ ლ   ს ი ს ტ ე მ ა ზ ე   მასაჟის მოქმედებით  უმჯობესდება გამტარი გზების ფუნქციური მდგომარეობა, ძლიერდება თავის ტვინის ქერქის რეფლექტორული კავშირი კუნთებთან, სისხლძარღვებთან და შინაგან ორგანოებთან. ნერვის დაზიანების შმთხვევაში მასაჟ ამცირებს ან ხსნის ტკივილს, აუმჯობესებს ნერვული იპულსების განვლადობას, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, ხელს უშლის ტროფიული მოშლილობების, კუნთების ატროფიის განვითარებას, იმ ადგილზე, სადაც ნერვია დაზიანებული. მასაჟის ილეთების გამოყენებისას არ შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი, რადგან ტკივილი რეფლექსურად იწვევს არასასიამოვნო ვეგეტატიურ რეაქციას, მან კი შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ადრენალინის, ჰისტამინისა და შაქრის გაზრდა, აგრეთვე სისხლის შედედების  უნარიანობის გაზრდა. 

ცენტრალური ნერვული სისტემის (თ ა ვ ი ს ა  და ზ უ რ გ ი ს  ტ ვ ი ნ ი ს) ტრავმისა და დაავადებების დროს მასაჟის და სამკურნალო ტანვარჯიშის მიზანია: ორგანიზმისა და ქსოვილების დაკარგული ფუნქციების აღდგენა,  დაზიანების შედეგად მოსალოდნელ გართულებათა (ნაწოლების, შეგუბებითი ანთებითი პროცესების, კონტრაქტურის) აცილება, ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების გააქტიურება, სისხლისა და ლიმფის ცირკულაციის გაუმჯობესება, ვეგეტატიური ნერვული სისტემის ტონუსის  ნორმალიზება, ახალ მაკომპენსირებელ მოძრაობათა ჩვევების გამომუშავება, ნორმალური სიარულის აღდგენა, ორგანიზმის საერთო ტონუსის აწევა და დადებითი ემოციური  განწყობის  შექმნა.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს მასაჟი და ფიზიკური ვარჯიშები უზრუნველყოფს ანთებითი პროცესის ნარჩენების გაწოვას, აჩქარებს აღდგენით პროცესებს, აუმჯობესებს სახსრების, კუნთების და იოგოვანი აპარატის ფუნქციას, უზრუნველყოფს სინოვიალური სითხის წარმოშობას და ცირკულაციას, აქრობს შეშუპებას, შეზღუდვას, ტკივილს დინამიური და სტატიკური გადაძაბვის შემდეგ, მასაჟის გავლენით ხდება კონტრაქტურისა და კუნთების ატროფიის თავიდან აცილება. ოსტეოქონდროზისა და ა რ თ რ ო ზ ი ს პროფილაქტიკისა და მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი საშვალება არის მ ა ს ა ჟ ი, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და გამწოვი მოქმედება, აჩქარებს სახსრის ფუნქციის აღდგენას.

მასაჟის გავლენით შესაძლებელია შეჩერდეს პათოლოგიური პროცესი სახსრებში ან შესამჩნევად გაუმჯობესდეს სახსარ–იოგოვანი აპარატის მუშაობა, მისი ელასტიურობა და გამძლეობა. მასაჟი აუმჯობესებს სახსრისა და მის ირგვლივ ქსოვილებში სისხლით მომარაგებას, ნივთიერებათა ცვლას, უზრუნველყოფს სინოვიალური სითხის წარმოშობას და ცირკულაციას, აქრობს სახსრის ირგვლივ ქსოვილებში შეშუპებას, შეზღუდვას, კონტრაქტურის თავიდან აცილების ერთ–ერთი საუკეთესო საშვალებაა, ასევე ხსნის ტკივილს დინამიური და სტატიკური გადაძაბვის (ხანგრძლივი ფიზიკური ვარჯიშის) შემდეგ. ფართოდ გამოიყენება მასაჟი პროფილაქტიკის მიზნით სახსრის სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ, იოგების დაჭიმვის, სახსრის ამოვარდნილობის და დაჟეჟილობის დროს. მასაჟი ასტიმულირებს სახსარ–იოგოვან აპარატში რეგენერაციის პროცესებს, მათ რიცხვში ძვლის ქსოვილშიც, ხელს უწყობს ძვლის ატროფიის უკუგანვითარებას. მასაჟი უზრუნველყოფს სახსრის ფუნქციის სწრაფ აღდგენას. მასაჟი ერთ–ერთი წამყვანი ელემენტია ხერხემლის დაავადებების რეაბილიტაციაში, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, სკოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი და სხვა.

მასაჟის ზემოქმედების შედეგად ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება, ძლიერდება მინერალური მარილების (ნატრიუმ ქლორის, არაორგანული ფოსფორის) და ორგანული აზოტოვანი ნივთიერებების (შარდმჟავას და შარდოვანას) გამოყოფა. ყველაფერი ეს დადებითად მოქმედებს შინაგანი ორგანოების ფუნქციაზე და ორგანიზმის ცხოველმოქმედებაზე. მასაჟი აძლიერებს შარდის გამოყოფას. ექსპერიმენტული ცდით დადასტურებულია, რომ მასაჟის პროცედურის ჩატარების შემდეგ დიდი რაოდენობით შარდისა და მასში არსებული აზოტის მომატებული რაოდენობით გამოყოფა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღე.

მასაჟის გავლენით უმჯობესდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციები, ძლიერდება ნაწლავთა პერისტალტიკა, მონელებულ ნივთიერებათა შეწოვა და გადამუშავებული უვარგისი მასის გამოყოფა. მასაჟის გავლენით ძლიერდება აგრეთვე ოფლის გამოყოფა.

ამრიგად, ექსპერიმენტულმა ცდებმა და კლინიკურმა დაკვირვებამ აჩვენეს რომ მასაჟი გვევლინება როგორც მძლავრი პრევენციული და სამკურნალო საშუალება, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ორგანოების და ორგანოთა სისტემების ფუნქციის აღდგენაში, აგრეთვე აძლიერებს მის დამცავ და მარეგულირებელ ფუნქციას.

ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება  მასაჟის ზემოქმედების შედეგად. ძლიერდება მინერალური მარილების (ნატრიუმ ქლორის, არაორგანული ფოსფორის) და ორგანული აზოტოვანი ნივთიერებების (შარდოვანა, შარდმჟავას) გამოყოფა. ყველაფერი ეს დადებითად მოქმედებს შინაგანი ორგანოების ფუნქციებზე და ორგანიზმის ცხოველმოქმედებაზე. ძლიერდება შარდისა და ოფლის გამოყოფა. ექსპერიმენტული ცდით  დადასტურებულია, რომ მასაჟის პროცედურის ჩატარების შემდეგ დიდი რაოდენობით შარდისა და მასში არსებული აზოტის მომატებული რაოდენობის გამოყოფა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღე. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ჩატარებული მასაჟის საშვალებით სწრაფად გაიწოვება ასევე  დაღლის პროდუქტი - რძემჟავა და სწრაფადვე აღდგება კუნთების მუშაობისუნარიანობა.

ექსპერიმენტულმა ცდებმა და კლინიკურმა დაკვირვებებმა  აჩვენეს, რომ მასაჟი გვევლინება, როგორც მძლავრი პრევენციული და სამკურნალო საშვალება, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის აღდგენაში, აგრეთვე აძლიერებს მის დამცავ და მარეგულირებელ ფუნქციას.

მასაჟის ჩატარებამდე  აუცილებელია სამასაჟო არეს დათვალიერება და სამასაჟე ქსოვილის პალპაცია. მასაჟისტი ეცნობა ექიმის დანიშნულებას, დიაგნოზს, ისმენს ავადმყოფის ჩივილებს, რომელიც დაკავშირებულია მის ავადმყოფობასთან. ის ათვალიერებს სამასაჟე არეს და ყურადღებას აქცევს ავადმყოფის კანის მდგომარეობას. ილეთების შერჩევა და დოზირება დიდად არის დამოკიებული კანისა და კუნთების მდგომარეობაზე.  ამისათვის მასაჟისტი კარგად უნდა გაეცნოს კანზე არსებულ ცვლილებებს და ყურადღება მიაქციოს შემდეგ მაჩვენებლებს: კანის ფერს, კანის ტენიანობას, კანის სიმშრალეს, კანის ტურგორს, კანზე გამონაყარს და სისხლჩაქცევებს, კანის საფარველის დაზიანებას, ლიმფურ კვანძებს, შეშუპებას, სისხლძარღვებს, კუნთებს, სახსრებს, სხეულის დეფორმაციებს და სხვა.

ბავშვის ორგანიზმის ძვლოვანი სისტემა ინტენსიურად ვითარდება, რის გამოც სხეული სწრაფად იმატებს სიმაღლეში, ძვლები შედარებით ელასტიური და ნაკლებად კომპაქტურია, ხოლო კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლისა და გულმკერდის დეფორმაცია. ამიტომ ბავშვებში მასაჟისა და ფიზიკური ვარჯიშების სწორი მეთოდით ჩატარებას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოზარდებში მასაჟისა და ფიზიკური ვარჯიშის გამოყენება უზრუნველყოფს ხერხემლისა და გულმკერდის ფორმის პათოლოგიური გადახრის თავიდან აცილებას, ახოვნების (ტანის სწორად დაჭერის) უნარის გამომუშავებას.

სკოლიოზი - ხერხემლის დეფორმაცია ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც უვითარდებათ სკოლის ასაკის ბავშვებს, მეტწილად გოგონებს. ხერხემლის დეფორმაციას განიცდიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც სუსტი კუნთები და სუსტი შემაერთებელი ქსოვილი აქვთ. სკოლიოზის განვითარებას ხელს უწყობს მაგიდასთან არასწორი ჯდომა, მძიმე საგნების ტარება ცალი ხელით. გულმკერდისა და გავა-კუდუსუნის არეში ხერხემალი გაზნექილია უკან (ფიზიოლოგიური კიფოზი), ხოლო კისრისა და წელის არეში - წინ (ფიზიოლოგიური ლორდოზი). ეს სიმრუდეები რესორულ ფუნქციას ასრულებს სიარულის, სირბილის და ხტომის დროს. ამ სიმრუდეების სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 3-4 სმ. - ს. თუ ფიზიოლოგიური სიმრუდეები შემცირდება, ზურგი და გულმკერდი იძენს ბრტყელ ფორმას, ხოლო ხერხემალი კარგავს თავის რესორულ ფუნქციას. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიოლოგიური სიმრუდეები გაღრმავდება, მაშინ ვითარდება პათოლოგიური კიფოზი და ლორდოზი, რაც დაუყონებლივ მოითხოვს კომპლექსურ მკურნალობას, სამკურნალო მასაჟის, ფიზიკური ვარჯიშების და ფიზიოთერაპიის პროცედურების ჩატარებას.