Eng
Rus

ჩვენ შესახებ

მასაჟის კურსები - შ.პ.ს.,,მარინე აფციაურის საერთაშორისო სასწავლო - სარეაბილიტაციო ცენტრი–მ ე დ ი რ ე ა "-ში წამყვანი პროფესიაა. ასევე ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის  კურსები.  ჩვენს კომპანიაში მაღალპროფესიულ დონეზე შეისწავლება სამკურნალო მასაჟი და ტანვარჯიში. შესაძლებელია ასევე  სწავლება რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეისწავლება მოსწავლის არჩევით: სამკურნალო, სპორტული, პრევენციული, წერტილოვანი, სეგმენტურ-რეფლექტური მასაჟი, ანტიცელულიტური,  ფილინგმასაჟი(თაფლით, შოკოლადით, ყავით, ზღვის მარილით და სხვ), მასაჟი ორსულისთვის, კოსმეტიკური და ბავშვთა მასაჟი, თვითმასაჟი, ვაკუუმმასაჟი, შვედური მასაჟი, ვიბრომასაჟი; ასევე თერმოჰიდროთერაპია, ბალნეოთერაპია (სამკურნალო მინერალური წყლებით და ტალახით მკურნალობა), სამკურნალო ფიზკულტურა, მანუალური თერაპია, ადამიანის ნორმალური და პათოლოგიური ანატომია, ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგია, დერმატოლოგია, კინეზოთერაპია, ჰიგიენა, სამედიცინო ფსიქოლოგია, სპორტული პათოლოგია, თეორიულ სწავლებასთან ინტეგრირებულია ჯგუფური და ინდივიდუალური პრაქტიკა. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, ჩვენთან ან ბანკში გადარიცხვით (პროკრედიტ ბანკის და საქართველოს ბანკის  ფილიალებში). ფასები ხელმისაწვდომია. თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალი მასაჟისტი – მოგვმართეთ მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ. 78, ( ყოფილი კამოს ქ), ჰიგიენის ინსტიტუტი, მე-3 სართული,  599–25–59–73 , ან მოგვწერეთ წერილი marine-aptsiauri@mail.ru ელ-ფოსტაზე.

ფუნქციონირებს ასევე სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც მოგემსახურებიან გამოცდილი რეაბილიტოლოგები, ოჯახის ექიმი,  ფიზიოთერაპევტი. მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩაგიტარდებათ ფიზიოთერაპიული პროცედურები (ელექტროფორეზი,ამპლიპულსი, ფონოფორეზი, ელექტრონეირომიოსტიმულაცია და სხვა), სამკურნალო მასაჟი, ინდივიდუალური სამკურნალო ტანვარჯიში. მიიღებიან ბავშვები და მოზრდილები. მისამართი: დ. უზნაძის ქ. 78, (თავდაცვოს სამინისტროსთან). დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ. 599 25 59 73. მარინე. გისურვებთ გამოჯანმრთელებას და დღეგრძელ სიცოცხლეს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია– ,,საქართველოს მასაჟისტთა ეროვნული ფედერაცია": დამფუძნებლები: მარინე აფციაური და ფრიდონ აფციაური. . აღნიშნული ფედერაციის მიზნებია: 1. სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა. 2. ინვალიდ ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა. 3. მაღალკვალიფიციურ მასაჟისტთა მომზადება. 4. სპორტული და სამედიცინო მასაჟის პოპულარიზაცია. 5. საერთაშორისო სამედიცინო მასაჟისტთა კავშირების განვითარება–განმტკიცება ნაციონალურ ფედერაციებთან, სამედიცინო და სპორტულ ორგანიზაციებთან. 6. კონფერენციების, სემინარების და მასტერ კლასების მოწყობა. 7. მასაჟის, როგორც რეაბილიტაციის ერთ–ერთი სახეობის განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების და სიახლეების დანერგვა საქართველოს ტერიტორიაზე. 8. მასაჟისტთა, რეაბილიტოლოგთა, ფიზიოთერაპევტთა და სხვა სპეციალისტთა უფლებების დაცვა და სხვა.კონფერენციები: 2013 წლის 25 ივლისს ჩატრდა კონფერენცია თემაზე:,,თავის ტვინის ტრავმა", სადაც განხილული იყო თავის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია (მასაჟი და სამკურნალო ტანვარჯიში). მომხსენებელი: მარინე აფციაური (ფედერაციის თავმჯდომარე). 2014 წლის 25 იანვარს ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,აღნაგობის დარღვევა", სადაც განხილული იყო სკოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი, ბრტყელტერფიანობა. მომხსენებელი: ნონა მუჯირიშვილი (ფედერაციის წევრი). 2014 წლის 14 ივნისს ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,ხერხემლის დაავადებები", განხილული იყო ოსტეოქონდროზი, დისკოზი, ბეხტერეევის დაავადება. მომხსენებელი: მაია დანელია (ფედერაციის წევრი). კონფერენციებზე გადმოცემული იყო აღნიშნული დაავადებების ტანვარჯიშისა და მასაჟის მეთოდიკები. მომხსენებლებს ფედერაციამ გადასცა სერთიფიკატები.

 

შ.პ.ს. ,,მარინე აფციაურის საერთაშორისო სასწავლო - სარეაბილიტაციო ცენტრი–მ ე დ ი რ ე ა". მასაჟისა და ტანვარჯიშის შემსწავლელი კურსები. დამფუძნებლები: მარინე აფციაური, დაბადებული 05.11.1958წ. უმაღლესი განათლებით, მენეჯერი - ფრიდონ აფციაური- დაბადებული 08.03.1985წ., უმაღლესი განათლებით.12 წლიანი გამოცდილებით  (აქედან 2 წელი მოღვაწეობდა თურქეთის რესპუბლიკაში ფიზიოთერაპევტის თანამდებობაზე - ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში. მარინე აფციაურს დაპატენტებული აქვს სამასაჟო მაგიდის სასარგებლო მოდელი ( პატენტი № 848, (51) 61 37/00, A47B85/06). მან ღრმა ანალიზი გაუკეთა მასაჟის დარგში არსებულ ლიტერატურას, თავი მოუყარა დიდძალ მასალას, მოამზადა და გამოსცა წიგნები: 2003 წელს ,,სამკურნალო მასაჟი - მეთოდიკა და ტექნიკა“ 1-ლი ნაწილი. გამომცემლობა ,,ლეგა“, 224გვ. საავტორო უფლებების სერტიფიკატი № 347. შეავსო და განაახლა გამოცემა 2005, 2008 და 2010 წლებში. წიგნის პირველ ნაწილში გადმოცემულია მასაჟის განვითარების ისტორია, მისი ფიზიოლოგიური გავლენა ადამიანის ორგანიზმზე: კანზე, სისხლის მიმოქცევაზე, ლიმფურ სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, კუნთოვან სისტემაზე, სახსარ-იოგოვან აპარატზე, ნივთიერებათა ცვლაზე. წიგნში გადმოცემულია ასევე ნაწილობრივ ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, სამკურნალო მასაჟის თანამედროვე მეთოდიკა და ტექნიკა, ბავშვის მასაჟი და ტანვარჯიში. წიგნში გამოყენებულია არაერთი მეცნიერის მნიშვნელოვანი მასალები, რომლებიც საყოველთაოდ არის აღიარებული და გაზიარებული მედიცინის დარგის სპეციალისტების მიერ. ნაწილობრივ აღწერილია ადამიანის ნორმალური  ანატომია და ფიზიოლოგია. წიგნის მეორე ნაწილში  გადმოცემულია სამკურნალო მასაჟის მეთოდიკა დაავადებების ჩვენებების მიხედვით, ამავე დაავადებების ეტიოლოგია და პათოგენეზი,სამკურნალო ფიზიკური ვარჯიშების მეთოდები და ჩატარების პრინციპები. წიგნები განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრის, მასაჟით დაინტერესებულ პირთათვის, მედიცინის დარგის მუშაკებისთვის, დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე მასაჟისტებს, სტუდენტებს სამედიცინო  რეაბილიტაციის დარგში და ასევე მასაჟის კურსების მსმენელებს.