მასაჟის კურსები - შ.პ.ს.,,მარინე აფციაურის საერთაშორისო სასწავლო - სარეაბილიტაციო ცენტრი–მ ე დ ი რ ე ა "-ში. ასევე ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის კურსები. ჩვენს კომპანიაში მაღალპროფესიულ დონეზე შეისწავლება სამკურნალო მასაჟი და ტანვარჯიში. შესაძლებელია ასევე სწავლება რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეისწავლება სტუდენტის მიერ პროგრამის არჩევით: სამკურნალო მასაჟი დაავადებების ჩვენებების მიხედვით, სპორტული მასაჟი, პრევენციული, წერტილოვანი, სეგმენტურ-რეფლექტური მასაჟი, ანტიცელულიტური, ფილინგმასაჟი(თაფლით, შოკოლადით, ყავით, ზღვის მარილით და სხვ), მასაჟი ორსულისთვის, კოსმეტიკური და ბავშვთა მასაჟი, თვითმასაჟი, ვაკუუმმასაჟი, შვედური მასაჟი, ვიბრომასაჟი; ასევე თერმოჰიდროთერაპია, ბალნეოთერაპია (სამკურნალო მინერალური წყლებით და ტალახით მკურნალობა), სამკურნალო ფიზკულტურა, მანუალური თერაპია, ადამიანის ნორმალური და პათოლოგიური ანატომია, ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგია, დერმატოლოგია, კინეზოთერაპია, ჰიგიენა, სამედიცინო ფსიქოლოგია, სპორტული პათოლოგია, თეორიულ სწავლებასთან ინტეგრირებულია ჯგუფური და ინდივიდუალური პრაქტიკა. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად - თვეში 300 ლარი. თვეების რაოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ არჩეულ პროგრამაზე. თანხის გადახდა შესაძლებელია ჩვენთან ან ბანკში გადარიცხვით (საქართველოს ბანკის ფილიალებში). შესაძლებელია სტაჟირების გავლა, დახელოვნება და დასაქმებაც. თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალი მასაჟისტი – მოგვმართეთ მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ. 78, ( ყოფილი კამოს ქ), ჰიგიენის ინსტიტუტი, 1-ლი სართული, 599–25–59–73 , ან მოგვწერეთ წერილი marine-aptsiauri@mail.ru ელ-ფოსტაზე.
ჩვენთან წარმატებით ხორციელდება ამბულატორიული სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურება უმაღლეს პროფესიულ დონეზე. სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია. მოგემსახურებიან გამოცდილი რეაბილიტოლოგები და ფიზიოთერაპევტი, ოჯახის ექიმი. ტარდება პროცედურები ნებისმიერ დაავადებაზე, რომლებზეც არ არის უკუჩვენება გამოხატული, ან დანიშნულია პროცედურები მკურნალი ექიმის მიერ, ჩატარებული აქვს გამოკვლევები დაავადების ჩვენების მიხედვით: სისხლის ანალიზი, ექოსკოპია, რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია და სხვა. ყოველ სამშაბათს შეგიძლიათ ჩაიტაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან 11 საათიდან 17 საათამდე. დარეკეთ და ჩაეწერეთ წინასწარ: 599 25 59 73
შ.პ.ს. ,,მარინე აფციაურის საერთაშორისო სასწავლო - სარეაბილიტაციო ცენტრი–მ ე დ ი რ ე ა"- დამფუძნებლები: მარინე აფციაური, დაბადებული 05.11.1958წ. უმაღლესი განათლებით, რეაბილიტოლოგი - ფრიდონ აფციაური- დაბადებული 08.03.1985წ., უმაღლესი განათლებით.17 წლიანი გამოცდილებით (აქედან 2 წელი მოღვაწეობდა თურქეთის რესპუბლიკაში ფიზიოთერაპევტის თანამდებობაზე - ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში. მარინე აფციაურს დაპატენტებული აქვს სამასაჟო მაგიდის სასარგებლო მოდელი ( პატენტი № 848, (51) 61 37/00, A47B85/06). მან ღრმა ანალიზი გაუკეთა მასაჟის დარგში არსებულ ლიტერატურას, თავი მოუყარა დიდძალ მასალას, მოამზადა და გამოსცა წიგნები: 2003 წელს ,,სამკურნალო მასაჟი - მეთოდიკა და ტექნიკა“ 1-ლი ნაწილი. გამომცემლობა ,,ლეგა“, 224გვ. საავტორო უფლებების სერტიფიკატი № 347. შეავსო და განაახლა გამოცემა 2005, 2008, 2010, 2015, 2018 წლებში. წიგნის პირველ ნაწილში გადმოცემულია მასაჟის განვითარების ისტორია, მისი ფიზიოლოგიური გავლენა ადამიანის ორგანიზმზე: კანზე, სისხლის მიმოქცევაზე, ლიმფურ სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, კუნთოვან სისტემაზე, სახსარ-იოგოვან აპარატზე, ნივთიერებათა ცვლაზე. წიგნში გადმოცემულია ასევე ნაწილობრივ ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, სამკურნალო მასაჟის თანამედროვე მეთოდიკა და ტექნიკა, ბავშვის მასაჟი და ტანვარჯიში. წიგნში გამოყენებულია არაერთი მეცნიერის მნიშვნელოვანი მასალები, რომლებიც საყოველთაოდ არის აღიარებული და გაზიარებული მედიცინის დარგის სპეციალისტების მიერ. ნაწილობრივ აღწერილია ადამიანის ნორმალური ანატომია და ფიზიოლოგია. წიგნის მე - 2 ნაწილში გადმოცემულია სამკურნალო, სპორტული და ბავშვთა მასაჟის მეთოდიკა დაავადებების ჩვენებების მიხედვით, ამავე დაავადებების ეტიოლოგია და პათოგენეზი, მასაჟის და სამკურნალო ფიზიკური ვარჯიშების მეთოდები და ჩატარების პრინციპები. შეავსო და განაახლა 2009, 2014, 2020, 2023 წლებში. წიგნები განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრის, მასაჟით დაინტერესებულ პირთათვის, მედიცინის დარგის მუშაკებისთვის, დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე მასაჟისტებს, სტუდენტებს სამედიცინო რეაბილიტაციის დარგში და ასევე მასაჟის კურსების მსმენელებს. 599 79 62 78, 599 25 59 73 ან მოგვწერეთ : Medirea58@gmail.com
მასაჟისტის პროფესია მოითხოვს კარგ ჯანმრთელობას, ამიტომ იგი უნდა ეცადოს, რომ მიაღწიოს ფიზიკურ სრულყოფას, დაკავებული იყოს სპორტით, იყენებდეს გამაჯანსაღებელ ბუნებრივ ფაქტორებს (მზე, წყალი,ჰაერი), უნდა ცდილობდეს ჯანსაღი პირადი ცხოვრების შექმნას, მართებულად გაანაწილოს პროფესიული დატრვირთები დასვენებასთან, არ გადაძაბოს ორგანიზმი გეგმაზომიერ პროცედურებს ზევით, იძინოს 7-8 საათი, იკვებოს რაციონალურად, არ უნდა იყენებდეს ნიკოტინს და სპირტიან სასმელებს, ჩაიტაროს თვითმასაჟი, რომელიც სწრაფად აღადგენს ძალას და ხელს უწყობს ფიზიკურ სრულყოფას.