Eng
Rus

კურსები

             ჩვენს კომპანიაში მაღალპროფესიულ დონეზე შეისწავლება სამკურნალო მასაჟი და ტანვარჯიში. შესაძლებელია ასევე  სწავლება რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეისწავლება სტუდენტის მიერ პროგრამის  არჩევით: სამკურნალო მასაჟი დაავადებების ჩვენებების მიხედვით,  სპორტული მასაჟი, პრევენციული, წერტილოვანი, სეგმენტურ-რეფლექტური მასაჟი, ანტიცელულიტური,  ფილინგმასაჟი(თაფლით, შოკოლადით, ყავით, ზღვის მარილით და სხვ), მასაჟი ორსულისთვის, კოსმეტიკური და ბავშვთა მასაჟი, თვითმასაჟი, ვაკუუმმასაჟი, შვედური მასაჟი, ვიბრომასაჟი; ასევე თერმოჰიდროთერაპია, ბალნეოთერაპია (სამკურნალო მინერალური წყლებით და ტალახით მკურნალობა), სამკურნალო ფიზკულტურა, მანუალური თერაპია, ადამიანის ნორმალური და პათოლოგიური ანატომია, ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგია, დერმატოლოგია, კინეზოთერაპია, ჰიგიენა, სამედიცინო ფსიქოლოგია, სპორტული პათოლოგია, თეორიულ სწავლებასთან ინტეგრირებულია ჯგუფური და ინდივიდუალური პრაქტიკა. გაიცემა სერთიფიკატი. შეიძლება სტაჟირების გავლა, დახელოვნება და დასაქმება. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად - თვეში 300 ლარი. სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია (თვეების რაოდენობაზე)  სტუდენტის  მიერ არჩეულ პროგრამაზე. თანხის გადახდა შესაძლებელია ჩვენთან ან ბანკში გადარიცხვით (საქართველოს ბანკის  ფილიალებში).  თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალი მასაჟისტი – მოგვმართეთ მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ. 78, ( ყოფილი კამოს ქ), ჰიგიენის ინსტიტუტი, 1-ლი სართული,  599–25–59–73 , ან მოგვწერეთ წერილი marine-aptsiauri@mail.ru ელ-ფოსტაზე. 

ცალკე ისწავლება ინტენსიურად სეგმენტურ-რეფლექტორული მასაჟი!!!,   სწავლის ხანგრძლივობა 2 კვირა, ფასი 500 ლარი. ტელ: 599 25 59 73