Eng
Rus

სასარგებლო ინფორმაცია


 

 

 ადამიანის თავი იწონის დაახლოებით 5 კგ- ს კისერი აკავებს თავის სიმძიმეს, რომელიც დახრის კუთხის მიხედვით იზრდება. რაც უფრო მეტად ვიხრებით ძირს, მით მეტი სიმძიმე ადგება ჩვენს ხერხემალს, იჭიმება და იძაბება კისრის კუნთები. როცა ვიხრებით დაახლოებით 60 გრადუსით 20- 27 კილოგრამის სიმძიმე აწვება მთლიანად ხერხემალს, გულმკერდს. რბილი სხეულების უმეტესობა, მყესები არის დაძაბული. ამ მოვლენის წყალობით ვითარდება ართრიტი და სხვა უამრავი ჯანმრთელობის პრობლემები. სამწუხარო და სავალალო, ისაა რომ მსგავსი პრობლემები ხშირ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მაგრამ, ეს ოპერაციები არ სრულდება წარმატებით. ექიმის სულ პატარა დაუდევრობის, ან რაიმე გართულების წყალობით შეიძლება მოხდეს დამბლის გამოწვევა. ასე რომ არასოდეს, არასოდეს! დახრილი თავით ტელეფონთან!!

ბავშვის ადრეულ ასაკში მასაჟი ტარდება პრევენციისა და ჰიგიენის თვალსაზრისით. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ფიზიკური განვითარება არადამაკმაყოფილებელია, აღენიშნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა დაავადებები. მასაჟის ჩატარებისათვის აუცილებელია მასაჟისტმა იცოდეს ბავშვის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებანი. ბავშვის ორგანიზმის რეაქცია მასაჟის მიმართ სხვადასხვაა და დამოკიდებულია გამოყენებულ ილეთებზე და მოქმედების ხანგრძლივობაზე. მაგალითად ხელსმისა და სრესის ილეთები ადუნებს კუნთებს, ხოლო თელვისა და დარტყმითი ილეთები ამაღლებს კუნთების ტონუსს.         

 ბიზნეს მასაჟი. თანამედროვე პერიოდში ფართოდ გამოიყენება მასაჟი გონებრივად მომუშავე ადამიანებისათვის სტრესისა და დაღლილობის მოსახსნელად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიროვნებას უხდება საქმიანობა არააქტიურ (მჯდომარე) მდგომარეობაში. ვინაიდან ამ დროს ხდება შეშუპება ქვედა კიდურებში, ლიმფისა და ვენური სისხლის შეგუბება მენჯისა და ქვედა კიდურების მიდამოებში, უარესდება ნივთიერებათა ცვლა, ირღვევა კვება მენჯ-ბარძაყისა და ქვედა კიდურების სახსრების ყველა ქსოვილში (ძვლის, ხრტილის, კუნთის და სხვა), მატულობს დაძაბულობა ზურგის, კისრისა და ზედა კიდურების კუნთებში, შესაბამისად მცირდება სისხლისმიმოქცევა და ირღვევა ქსოვილების კვება, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს თავის ტვინზე. ყოველივე ამას მოჰყვება თავის ტკივილები, წნევის ცვალებადობა, ემოციური დაძაბულობა, მხედველობის გაუარესება, გუნება-განწყობის დაქვეითება, გონებრივი დაღლილობა და ა. შ. ექსპრესს ბიზნეს მასაჟი ამაღლებს შრომის უნარიანობას, ზრდის გონებრივ აქტივობას, ხსნის დაღლილობას და ემოციურ დაძაბულობას. ეს უნიკალური საშუალება აღადგენს მთლიან შრომისუნარიანობას 30 წუთში.

მასაჟის გავლენით შესაძლებელია შეჩერდეს პათოლოგიური პროცესი სახსრებში ან შესამჩნევად გაუმჯობესდეს სახსარ–იოგოვანი აპარატის მუშაობა, მისი ელასტიურობა და გამძლეობა. მასაჟი აუმჯობესებს სახსრისა და მის ირგვლივ ქსოვილებში სისხლით მომარაგებას, ნივთიერებათა ცვლას, უზრუნველყოფს სინოვიალური სითხის წარმოშობას და ცირკულაციას, აქრობს სახსრის ირგვლივ ქსოვილებში შეშუპებას, შეზღუდვას, კონტრაქტურის თავიდან აცილების ერთ–ერთი საუკეთესო საშვალებაა, ასევე ხსნის ტკივილს დინამიური და სტატიკური გადაძაბვის (ხანგრძლივი ფიზიკური ვარჯიშის) შემდეგ. ფართოდ გამოიყენება მასაჟი პროფილაქტიკის მიზნით სახსრის სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ, იოგების დაჭიმვის, სახსრის ამოვარდნილობის და დაჟეჟილობის დროს. მასაჟი ასტიმულირებს სახსარ–იოგოვან აპარატში რეგენერაციის პროცესებს, მათ რიცხვში ძვლის ქსოვილშიც, ხელს უწყობს ძვლის ატროფიის უკუგანვითარებას. მასაჟი უზრუნველყოფს სახსრის ფუნქციის სწრაფ აღდგენას. მასაჟი ერთ–ერთი წამყვანი ელემენტია ხერხემლის დაავადებების რეაბილიტაციაში, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, სკოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი და სხვა.

მასაჟის ზემოქმედების შედეგად ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება, ძლიერდება მინერალური მარილების (ნატრიუმ ქლორის, არაორგანული ფოსფორის) და ორგანული აზოტოვანი ნივთიერებების (შარდმჟავას და შარდოვანას) გამოყოფა. ყველაფერი ეს დადებითად მოქმედებს შინაგანი ორგანოების ფუნქციაზე და ორგანიზმის ცხოველმოქმედებაზე. მასაჟი აძლიერებს შარდის გამოყოფას. ექსპერიმენტული ცდით დადასტურებულია, რომ მასაჟის პროცედურის ჩატარების შემდეგ დიდი რაოდენობით შარდისა და მასში არსებული აზოტის მომატებული რაოდენობით გამოყოფა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღე.

მასაჟის გავლენით უმჯობესდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციები, ძლიერდება ნაწლავთა პერისტალტიკა, მონელებულ ნივთიერებათა შეწოვა და გადამუშავებული უვარგისი მასის გამოყოფა. მასაჟის გავლენით ძლიერდება აგრეთვე ოფლის გამოყოფა.

 ექსპერიმენტულმა ცდებმა და კლინიკურმა დაკვირვებამ აჩვენეს რომ მასაჟი გვევლინება როგორც მძლავრი პრევენციული და სამკურნალო საშუალება, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ორგანოების და ორგანოთა სისტემების ფუნქციის აღდგენაში, აგრეთვე აძლიერებს მის დამცავ და მარეგულირებელ ფუნქციას.

სეგმენტურ-რეფლექტორული მასაჟის სწავლება მაქსიმალური ინტენსივობით!!!!  სწავლის  ხნგრძლივობა 2 კვირა, ფასი 500 ლარი, ტელ: 599 25 59 73