ჩვენთან წარმატებით ხორციელდება ამბულატორიული სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურება უმაღლეს პროფესიულ დონეზე. სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია. მოგემსახურებიან გამოცდილი რეაბილიტოლოგები და ფიზიოთერაპევტი. ტარდება პროცედურები ნებისმიერ დაავადებაზე, რომლებზეც არ არის უკუჩვენება გამოხატული, ან დანიშნულია პროცედურები მკურნალი ექიმის მიერ, ჩატარებული აქვს გამოკვლევები დაავადების ჩვენების მიხედვით: სისხლის ანალიზი, ექოსკოპია, რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია და სხვა. დარეკეთ და ჩაეწერეთ: 599 25 59 73
ბავშვის ორგანიზმის ძვლოვანი სისტემა ინტენსიურად ვითარდება, რის გამოც სხეული სწრაფად იმატებს სიმაღლეში, ძვლები შედარებით ელასტიური და ნაკლებად კომპაქტურია, ხოლო კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლისა და გულმკერდის დეფორმაცია. ამიტომ ბავშვებში მასაჟისა და ფიზიკური ვარჯიშების სწორი მეთოდით ჩატარებას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოზარდებში მასაჟისა და ფიზიკური ვარჯიშის გამოყენება უზრუნველყოფს ხერხემლისა და გულმკერდის ფორმის პათოლოგიური გადახრის თავიდან აცილებას, ახოვნების (ტანის სწორად დაჭერის) უნარის გამომუშავებას.