Eng
Rus

მასაჟის წიგნი


მარინე აფციაურის მასაჟის წიგნი,  1 - ლი  ნაწილი ,,სამკურნალო მასაჟი" , მეთოდიკა და ტექნიკა - 300 გვერდი,  ფასი 25 ლარი, განახლებული გამოცემა - 2024 წელი.

1 - ნაწილში გადმოცემულია მასაჟის გავლენა ორგანიზმზე, ნაწილობრივ ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, სამკურნალო მასაჟის თანამედროვე მეთოდიკა და ტექნიკაერთწლამდე ასაკის ბავშვის მასაჟ და ტანვარჯიში, ორსულთა და მელოგინე ქალთა მასაჟი, ვაკუუმმასაჟი, წყალქვესა მასაჟი და სხვა. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრის,  მასაჟით დაინტერესებულ პირთათვის, მედიცინის დარგის მუშაკებისათვის, სტუდენტებისათვის.

2-ე  ნაწილი  ,,სამკურნალო მასაჟი და ტანვარჯიში"  -  440 გვერდი, ფასი 35 ლარი. განახლებული გამოცემა - 2023 წელი. 

2 - ე ნაწილში გადმოცემულია ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალო მასაჟის მეთოდიკა დაავადებების ჩვენებების მიხედვით, ამავე დაავადებების ეტიოლოგია და პათოგენეზი, სამკურნალო ფიზიკური ვარჯიშების მეთოდები და ჩატარების პრინციპები.  გისურვებთ ჯანმრთელობას.